სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიბერთავდასხმა დეპუტატების მეილებზე - პარლამენტარებმა ჰაკერების საფოსტო შეტყობინება ერთდროულად მიიღეს

კიბერთავდასხმა დეპუტატების მეილებზე. პარლამენტში თითქმის ყველა წევრმა, ერთდროულად მიიღო საფოსტო შეტყობინება, რომ მათ გზავნილებზეკიბერთავდასხმაა. ამის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ ამ საკითხზე მიმართვა არ ყოფილა, თუმცა უწყება ამ საკითხით დაინტერესდება და ჩაატარებს შესაბამის მოკვლევას.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია კი აცხადებს, რომ მსგავსი კიბერშეტევის საფრთხის წინაშე, ვირუსის შემცველი მეილის გახსნის შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს.

„შეტყობინება იყო იმ ზოგადი ტენდენციებიდან, რასაც მსოფლიოში აქვს ადგილი და თავისთავად, ვინც კომპიუტერს მოიხმარს, მე მგონი იცის, რომ არსებობს ხოლმე ასეთი შეტყობინებები, რომლებიც ერთი შეხედვით საეჭვოდ გეჩვენება, არ უნდა გახსნა, იმიტომ რომ ის შეიძლება იყოს ვირუსის საფრთხის შემცველი,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი კი აღნიშნავს, რომ შეტევა ყველა კომპიუტერზე განხორციელდა, თუმცა, როგორც ცნობილია, დღეს ეს პრობლემა მოხსნილია.

„პრობლემა მდგომარეობდა, როგორც ჩანს იმაში, რომ ხდება შეტევა. ბევრივირუსიანი გზავნილი არსებობს და ის საფრთხეს უქმნის სისტემის დაცვას. გუშინ მივიღეთ ეს შეზღუდვა, დღეს მივიღეთ, რომ თითქოს ყველაფერი გამოსწორებულია,“ - განაცხადა სერგი რატიანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი პრობლემა შეექმნა ასევე ფოთის პორტს, თუმცა შს მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა არა უშუალოდ ფოთის პოტზე, არამედ იმ კომპანიაზე, რომელიც პორტში ოპერირებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100