სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ მოხსნეს წამზომები თბილისის ზოგიერთ შუქნიშანზე?

დედაქალაქში არსებული უკუთვლის რეჟიმის მქონე შუქნიშნების შეცვლასთან დაკავშირებით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი, დედაქალაქში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შუქნიშნების მონტაჟი მიმდინარეობს. თითოეული მათგანი აღჭურვილია დეტექტორებითა და ვიდეოკამერებით, მიერთებულია მართვის ერთიან ცენტრთან, საიდანაც ხდება მათი ოპერატიული მართვა.

"ახალი შუქნიშნები ავტომატიზირებულია და დეტექტორების მიერ, დათვლილი და მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, უზრუნველყოფს გზაჯვარედინზე შუქნიშნის ისეთ რეგულირებას, რომლის დროსაც მწვანე ფერი, იმ მხარეს საიდანაც მეტი რაოდენობის მანქანა მოძრაობს დროის კონკრეტულ მონაკვეთში მეტი ხნით ენთოს. ყოველივე ეს უზრუნველყოფს გზაჯვარედინზე მანქანების უფრო დიდი ნაკადების გატარებას, ვიდრე ეს ძველი შუქნიშნების პირობებში იყო შესაძლებელი", - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100