სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არჩევნების გაყალბების საქმეზე ევროკავშირი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს - რა წერია დოკუმენტში

ევროკავშირის ქვეყნები არჩევნების გაყალბების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. კობახიძის უნგრეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს აფრთხილებენ, რომ თუ არ ჩატარდება სანდო გამოძიება, სასწორზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ფინანსური დახმარების წყაროების გადაკეტვა და ივანიშვილის სანქცირება დევს.

ხვალ კობახიძეს მძიმე საათები ელოდება. პრემიერი, რომლის პარტიასაც ხალხის ხმების ქურდობაში სდებენ ბრალს, ევროპის პოლიტიკურ სამიტზე იმ ლიდერების პირისპირ იქნება, ვისაც ივანიშვილის პარტიისთვის არც არჩევნებში გამარჯვება მოულოცავს და არც არჩევნების შედეგები უღიარებია. კობახიძე ევროპულ სამიტზე უნგრეთის ლიდერის მოწვევით ჩადის, რომელიც ევროკავშირში საქართველოს პრემიერის ლამის ერთადერთ მოკავშირედ იქცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100