კობახიძე ამბობს, რომ მისი ცოლი თანამდებობას დატოვებს
"ოცნების" პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ამბობვს, რომ მისი ცოლი აუცილებლად დატოვებს თანამდებობას და არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება.
არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონმdებლობაც ითვალისწინებს შესაბამის ზომებს და რომც არ ითვალისწინებდეს, გამოირიცხებოდა ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური ინტერესები. ის, რა თქმა უნდა დატოვებს თანამდებობას", - ამბობს კობახიძე.
ირაკლი კობახიძის ცოლი ნატალია მოწონელიძე ხელმძღვანელობს სახელმწიფო უწყებას - სსიპ "საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს", რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
კომენტარი