"სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს" - ქსენია სობჩაკი საკუთარ ქორწილში "კატაფალკით" მივიდა
დღეს ცნობილი ტელეწამყვანის ქსენია სობჩაკის ქორწილია. ის ცნობილ რეჟისორს კონსტანტინ ბოგომოლოვს მიჰყვება ცოლად.
ცერემონიალის დაწყებისას სტუმრები და შემთხვევითი გამვლელები ყველაზე უცნაური მომენტის მომსწრე გახდნენ - ქსენია საკუთარ ქორწილში "კატაფალკით" მივიდა, რომელიც გარედან საზეიმოდ იყო გაფორმებული და ეწერა: "სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს".
ხელის მოწერის შემდეგ ახლადშეუღლებული წყვილი გაემართა ზუბოვსკის ბულვართან არსებულ მოსკოვის მუზეუმში, სადაც მათ 300 სტუმარი ელოდება, რათა აღნიშნონ მათი დაქორწინება.
ცნობილია, რომ სტუმრებს შორის არიან ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიცაა ფიოდორ ბონდარჩუკი, ზემფირა, რენატა ლიტვინოვა, კონსტანტინ ერნსტი და სხვები.
წვეულების ხარჯებმა 16 მილიონ რუბლს გადააჭარბა.
კომენტარი