მეცნიერთა ცხოვრება: ნილს ბორი
ნილს ბორი დაიბადა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორის, კრისტიან ბორის ოჯახში. საწყისი განათლება მომავალმა მეცნიერმა, გამელჰოლმის სკოლაში მიიღო, რომელიც 1903 წელს დაამთავრა. ოცდასამი წლის ასაკში, დაამთავრა კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, სადაც ძალზედ ნიჭიერი ფიზიკოსის რეპუტაცია მოიპოვა. მისი სადიპლო ნაშრომი დანიის სამეფო აკადემიამ ოქროს მედლითაც კი დააჯილდოვა. 1908–1911 წლებში, ბორმა გააგრძელა მუშაობა კოპენჰაგენის უნვერსიტეტში. აქ იგი ლითონების კლასიკურ ელექტრონულ თეორიას იკვლევდა, რამაც შემდგომში მის სადოქტორო დისერტაციას საფუძველი ჩაუყარა.
უნივერსიტეტის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ, ბორი სამუშაოდ ინგლისში გადავიდა, სადაც წელიწადზე მეტი იმუშავა კემბრიჯის უნივერსიტეტში, ტომსონის ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ, იგი მანჩესტერში გადადის და აგრძელებს მუშაობას რეზერფორდის ლაბორატორიაში, რომელიც იმ დროს ერთ–ერთი წამყვანი კვლევითი ცენტრი იყო ევროპაში.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ბორი საცხოვრებლად გადავიდა ჯერ ინგლისში, ხოლო შემდეგ აშშ–ში, სადაც თავის ვაჟთან, ოგე ბორთან ერთად მუშაობდა მანჰეტენის პროექტზე.
გარდა ფიზიკისა, ნილს ბორი დიდ ყურადღებას აქცევდა ბიოლოგიას და ფილოსოფიას. იგი იყო 20–ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, მრავალი ნაციონალური და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი.
ნილს ბორი 1962 წლის 18 ნოემბერს, კოპენჰაგენში, საკუთარ სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
კომენტარი