"რომ არ მოხდეს შემთხვევის ადგილის გადაწყვები და მსგავსი ფაქტები, საქმეში აქედანვე ჩაერთვება დამოუკიდებელი ექსპერტი" - ადვოკატი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე
თეთრიწყაროში სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს, მშობლები ჩავიდნენ. ადგილზე ჟურნალისტებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ესაუბრა, რომელიც ოჯახის ინტერესებს იცავს. რამიშვილის თქმით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება, რადგან, მისი თქმით, სახელმწიფო ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის საქმეში სანდო არ იყო და არ უნდა რომ მსგავსი ფაქტი კიდევ განმეორდეს.
"რომ არ მოხდეს შემთხვევის ადგილის გადაწყვები, როგორც ეს უკვე მოხდა სხვა შემთხვევის დროს, ამიტომაც საქმეში ჩვენი მხრიდან ჩაერთვება დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველაფერს მივყვებით კვალდაკვალ" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილიგარდაცვლილი დღეს იპოვეს.
კომენტარი