სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელჩართული ჩხუბი სოფელ კოკში - დაკავებულია რამდენიმე პირი

სამეგრელოში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სოფელ კოკში მობილიზებული არიან
დიდი ოდენობით სამართალდამცველები. ხელჩართული ჩხუბის შედეგად დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

დაპირისპირების მიზეზი კოკის # 97 საარჩევნო უბანში თავმჯდომარის მიერ შეცდომით დაწერილი საჩივარი გახდა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებმა გააპროტესტეს. ისინი ამის შემდეგ საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ასევე ენმ-ს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. ადგილი ჰქონდა როგორც მათ შორის, ასევე აქტივისტებსა და კომისიის წევრებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

კადრებში ჩანს რომ "ქართული ოცნების" აქტივისტი პოლიციამ მანქანში ჩასვა და წაიყვანა. თუმცა შსს ამ დროისთვის არ აკონკრეტებს, დაკავებულია თუ არა საარჩევნო უბნიდან წაყვანილი პირი.

გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლები ამბობენ, რომ კომისიის თავჯდომარე დაბნეულია და არასწორად წერს საჩივრებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100