გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ იტყობინება
გარემოს ეროვნული
სააგენტო ამინდის
მოსალოდნელი პროგნოზის
შესახებ იტყობინება:
12 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. საღამოს საათებში შედარებით გამოიდარებს, ღამის საათებში კი იწვიმებს მხოლოდ ზოგიერთ რაიონში.
ხვალ, 13 ივნისს ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 12 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 13 ივნისს დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღეს +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ივნისს კი 2 – 3 გრადუსით მოიმატებს.
კომენტარი