სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა იმედები და მოლოდინები აქვთ ცეკვავენ ვარსკვლავების მეხუთე სეზონის მონაწილეებს?

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეხუთე სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. დრონი.ჯიმ სცადა გაერკვია როგორ ემზადებიან პროექტის მონაწილეეები და რას ელიან ისინი მეგაშოუსგან. ჩვენ რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.

ნინი ბადურაშვილი: თითქმის მთელ დღეებს სარეპეტიოციოში ვატარებ და არ მეგონა ნამდვილად, თუ ასეთი რთული აღმოჩნდებოდა ეს ყველაფერი ჩემთვის. არ მაქვს გამარჯვების ამბიცია, თუმცა გამიხარდება, რათქმაუდნა, თუ გავიმარჯვებ. უფრო სიამოვნებისა და გამოცდილებისთვის გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. ცეკვასაც ვიწავლი და თუ ამ ყველაფერს ისიც დაემატება რომ ფინალში ვიქნები, ამას რა ჯობია.

ნუცა ბუზალაძე: ამ პროექტში მონაწილეობა გამარჯვებისთვის გადავწყვიტე და ვფიქრობ რომ დიდი შანსები მაქვს, გააჩნია როგორ ვიშრომებ. მინდა ყველა ცეკვა ვიცეკვო ძალიან მაგრად. ბავშვობიდან ძალიან ელასტიური ვარ და სულ მინოდა მეცეკვა, ამიტომაც დიდი შანსი მომეცა, რომ რეალიზება გავუკეთო ამ ფარულ ნიჭს. ამიტომ მთელი გულით ველოდები პირველ ტურს.

მყავს ძალიან ნიჭიერი და მაგარი პარტნიორი, რომელიც ბევრ რამეში მეხმარება, ამასაც გამართლება უნდა ალბათ, რომ ასეთი პარტნიორი შეგხვდეს, თან ძალიან ვუხდებით ერთმანეთს. კონკურენციას რაც შეეხება ჯერ ადრეა ამაზე საუბარი პირველ ლაივს ველოდები და მაგის შემდეგ უფრო ადვილი იქნება ბევრი რამის პროგნოზირება.

მარიამ როინიშვილი: ძალიან მინდოდა ამ პროექტში მონაწილეობა, სულ მქონდა სურვილი, მაგრამ არასდროს მქონდა გამხელილი. შემდეგ უკვე დამიკავშირდნენ და დავთანხმდი. ბევრს ვშრომობთ, არა მარტო მე, ყველა ზოგადად და ძალიან გვინდა ეს ყველაფერი გამოვიტანოთ სცენაზე.

მეწყვილეს რაც შეეხება გამიმართლა ძალიან, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, სანამ ცეკვას დაიწყებ, იქამდე არის რაღაც მთავარი, რაც უნდა გქონდეს შენს პარტნიორთან, პიროვნულ თვისებებზე მაქვს საუბარი. ჩვენ ეს გვაქვს კარგად ვუგებთ ერთმანეთს და რომ ლევანი საოცარი პროფესიონალია მაგას თქმა არ უნდა, მოკლედ ძალიან იმედიანად ვარ.

პროექტისგან ველოდები გამოცდილებას პირველ რიგში და რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის, ძალიან მინდოდა ცეკვა მესწავლა, ამიტომ რაღაც დონეზე ავისრულებ ჩემს ოცნებას და ვისწავლი ცოტა პროფესიონალურ ცეკვავს.

კონკურენციას რაც შეეხება, ახლა რთულია ამის თქმა, კონკურსია ბოლობოლო და ყველა ერთმანეთის კონკურენტია. ყველა მაღალ საფეხურზე დგას ჩემთვის, მოკლედ წინ მთელი პროექტია და ალბათ ბევრი სიურპრიზიც იქნება.

მარიამ სანოგო: პროექტიდან დამირეკეს და დავთანხმდი, მომწონს ძალიან, იმიტომ რომ მივიწყებული შესაძლებლობები გავიხსენე, საკმაოდ დამღლელია, მაგრამ როცა შედეგს ხედავ, უფრო საინტერესო ხდება და უფრო მეტის გაკეთება გინდება. მაქსიმალურად ვიხარჯები და ამაში ჩემი პარტნიორი მეხმარება. რეზიკო რობაქიძე არის ძალიან მაგარი ქორეოგრაფი და ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი.

იმედი მაქვს რომ 12-ივე ცეკვას ვიცეკვებ და ველი რომ პროექტისგან, პირველ რიგში, გამოცდილებას მივიღებ ჩემი თავისთვის და რათქმაუნდა გამარჯვების იმედიც მაქვს, დამეთანხმებით, ამის გარეშე პროექტში მონაწილეოაბს აზრი არ აქვს.

იოანე არაბული: ძალინ გამიხარდა, რომ დამირეკეს და პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს, მიმდინარეობს რეპეტიციები, ერთი სული გვაქვს ყველას როდის გავალთ სცენაზე. შემხვდა ძალიან მაგარი მეწყვილე და ჯერ-ჯერობით კარგად მასწავლის. ლიდერების გამოკვეთა ამ ეტაპზე რთულია და მაშასადამე კონკურენტების დასახელებაც. ვნახოთ რა იქნება...

მე რაც შემეხება ვეცდები რომ ძალ-ღონე არ დავიშურო და ბოლო ტურამდე გავიდეთ. გამარჯვების იმედიც მაქვს და ამბიციაც რომ პროექტის გამარჯვებული გავხდე.

შეგახსენებთ, რომ მეგა-პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ 7 ოქტომბრიდან ტელეკომპანია იმედის ეთერრში აიღებს სტარტს და ის, მაყურებელს ძალიან ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100