სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაატა დავითაია: სიცრუეა, რომ 2008 წლის აგვისტოში გაქცეულთა სიას ვმალავ...

ჯონდი ბაღათურიას მიერ, დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გაკეთებულ განცხადებას 2008 წლის აგვისტოში საქართველოდან გაქცეული პოლიტიკოსების სიის დამალვის თაობაზე, პაატა დავითაია გამოეხმაურა.

primetimenews-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ ეს სია ქართულმა საზოგადოებამ ღია ეთერში მოისმინა და მის დამალვაზე საუბარი ზედმეტია.

"მიკვირს რატომ აკეთებს ბატონი ჯონდი ბაღათურია ამ განცხადებებს. მას შეუძლია თავისი ფრაქციის თავმჯდომარეს, ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ჰკითხოს, ის იყო კომისიის წევრი და ინფორმირებულია, არანაირი დამალული სია არ არსებობს. ეს სია მე ღიად წავიკითხე ღია ეთერში. ეს ყველაფერი ჯონდის მხრიდან პოპულისტურ განცხადებას ჰგავს", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში დავითაიამ.

ცნობისთვის, "ქართული დასის" ლიდერმა, დღეს განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს მთავრობამ ქვეყანა უპატრონოდ მიატოვა.

მისი თქმით, ამის დამადასტურებლად არსებობს სია იმ ადამიანებისა, ვინც ამ პერიოდში საქართველოს საზღვარი გადალახა. თუმცა ბაღათურიას მტკიცებით, ეს სია პაატა დავითაიამ სადღაც გააქრო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100