საფაროვი: "აშშ ირანში შეიჭრება და საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ნატოში მიიღებენ"
რუსეთის "თანამედროვე ირანის კვლევის ცენტრის" გენერალური დირექტორის რაჯაფ საფაროვის აზრით, "საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი აშშ-ის მიერ ირანში წარმატებით განხორციელებული შეჭრის შემთხვევაში ნატო-ს წევრები გახდებიან".
ამის შესახებ საფაროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ირანზე კონტროლის დამყარებიდან 2-3 კვირაში ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანა ვაშინგტონზე გადაორიენტირდება. კასპიისპირეთში აშშ-ის დროშა აფრიალდება, საქართველო კი ზუსტად ორ დღეში ნატო-ში გაწევრიანდება. აზერბაიჯანი, დასავლეთის მაცდუნებელი წინადადებების ფონზე ორიენტირს შეიცვლის და შესაძლოა, ასევე ნატო-ში შევიდეს. რუსეთისა და ირანისგან ჩამოშორებული სომხეთი კი თვითგადარჩენის მიზნით მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანს მისცემს და შესაძლოა, ისიც ნატო-ში შევიდეს", - განაცხადა საფაროვმა.
კომენტარი