სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს", — აცხადებენ პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, გახარია 31 ოქტომბერს თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100