14 წლის მოზარდი მტკვარში დაიხრჩო
ტრაგედია მოხდა უფლისციხეში. მდინარე მტკვარში 14 წლის მოზარდი დაიხჩო. ნიკა გურგენიშვილი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ამბობენ მან ცურვა არ იცოდა და წყალში მაინც შევიდა.
თანატოლებმა მისი გადარჩენა სცადეს თუმცა მისი შველა ვეღარ მოხერხდა. მოზარდის ცხედარი მყვინთავებმა იპოვეს.
კომენტარი