22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მოერიდეთ ტყუილს და ნუ შეეცდებით საკუთარი თავი წარმოაჩინოთ ისეთად, როგორიც სინამდვილეში არ ხართ. დღეს შესაძლოა გამოაშკარავდეს თქვენი ჭეშმარიტი ზრახვები, ასე რომ გაითვალისწინეთ.
კურო
შესაძლოა გაგიჭირდეთ იმ ფაქტთან შეგუება, რომ შეუცვლელი არავინაა, ამიტომ თქვენს გარეშეც მშვენივრად აგვარებენ საქმეებს. დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ იმისათვის, რომ გარშემომყოფებს საწინააღნდეგო დაუმტკიცოთ.
ტყუპები
რაც მეტად ჩაუღრმავდებით სიტუაციას, მით უფრო გაირთულებთ მდგომარეობას, თუმცა ამგვარი გარემოება მიგახვედრებთ, რომ ცხოვრებას სხვა თვალით უნდა შეხედოთ, ახლა საჭიროა ცვლილებები.
კირჩხიბი
კარგი დღეა გარემოებების ანალიზისთვის, ეცადეთ მშვიდად და აუღელვებლად აკეთოთ გადაუდებელი საქმეები, თქვენი შრომა ამ მიმართულებით უფრო სასიკეთო იქნება. შესაძლოა თქვენთვის ძვირფასმა ადამიანმა სასიამოვნო სიურპრიზი გაგიკეთოთ.
ლომი
მოულოდნელობების და შემთხვევითობების დღეა, მთავარია არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, მოსინჯეთ თქვენი თავი სხვადასხვა საქმიანობაში, გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და უნარები. მთავარია მოინდომოთ, თქვენი ქმედებები მტკიცე და შედეგიანი იქნება.
ქალწული
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, შესაძლოა მოცემული დავალება თქვენს შესაძლებლობებს აჭარბებდეს, შედეგად გაუგებრობების მოწესრიგება ისევ თქვენს მხრებზე გადაივლის, გაფრთხილდით!
სასწორი
აკონტროლეთ საქმეების განვითარება, რათა თავიდან აიცილოთ დროში გაჭიანურება და არასასურველი შედეგები. შესაძლოა წარუმატებლობის მიზეზი სწორედ თქვენი უყურადღებობა აღმოჩნდეს.
მორიელი
ოჯახური პრობლემების გამო შესაძლოა ვერ მოახერხეოთ საქმეზე კონცენტრირება და საკმაოდ კარგი შანსები გაუშვათ ხელიდან, სასურველია გაერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებსა და გარჩევებს, მთელი ყურადღება საქმეზე გადაიტანეთ.
მშვილდოსანი
წარმატება გელით იმ საქმეებში, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დიდი ხანია მიივიწყეთ, ახლა თქვენი შესაძლებლობები თანხვედრაშია თქვენს სურვილებთან. შეეცადეთ მაქსიმალურად დაიხარჯოთ და საუკეთესო შედეგი გარანტირებულია.
თხის რქა
კარგი იქნება თუ დროულად შეასრულებთ აღებულ ვალდებულებებს, თუმცა სიფრთხილე და წინდახედულობა აუცილებელია. გონივრული ნაბიჯებით სვლა დაგეხმარებათ ავტორიტეტის განმტკიცებაში.
მერწყული
ნუ ჩაერევით სხვათა საქმეებში, ნუ შეეცდებით სხვების პრობლემები იტვირთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ გაგიკვირდებათ, რომ მომავალშიც ხშირად მოგიწევთ გადადოთ თქვენი საქმეები, დაეხმაროთ სხვებს და გაუწიოთ მათ დათვური სამსახური.
თევზები
დღეს კმაყოფილი იქნებით, როგორც საკუთარი თავით ასევე მიღებული შედეგებით. შესაძლოა სარფიანი წინადადებაც მიიღოთ, რომლის მნიშვნელობასაც უფრო მოგვიანებით გააცნობიერებთ.
კომენტარი