სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ცოლი, შვილები მყავს და ყველაფერი დავტოვე. პატარა ბავშვივით გამოვიპარე“ - ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი უკვე რამდენიმე კვირაა, რაც უკრაინაში იმყოფება.

ერთ-ერთ ინტერვიუში ის განმარტავს, როგორ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში საბრძოლველად წასვლის შესახებ.

„მე ვეუბნები, რომ ქართველი დეპუტატი ვარ, საქართველოს პარლამენტის მქომედი წევრი ვარ. სიმართლე გითხრათ, ამას არ იჯერებენ. ყველაზე მეტი მოხალისე ქართველი მეომარია. სასწაული სახელი აქვთ ქართველ მეომრებს. დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რატი ბურდულს გმირობისთვის ორდენი გადასცა. ძალიან დიდი სახელი აქვთ ქართველ მეომრებს!

მეც რა მრჯის? ცოლი, შვილები მყავს და ყველაფერი დავტოვე, პატარა ბავშვივით გამოვიპარე. დილით უთენია ავდექი და ვუთხარი ცოლს, ტყეში კარვით მივდივარ-მეთქი, გავიკეთე ზურგჩანთა... ის მრჯიდა, რომ რუსეთმა აქ თუ არ დაიჩოქა, ყველას და ყველაფერს გადაუვლის!რუეთი თუ აქ საერთო ძალისხმევით დავამარცხეთ, მაშინ, აფხაზეთის, ცხინვალისა და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებაც გაიოლდება. ნუთუ, ეს არ ესმით ხელისუფლებაში? - ამბობს ალეკო ელიაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100