"ეს ჭორია, არც ჩემი ქმარია მდიდარი და არც მე... ბიძა მყავს მდიდარი, ბავშვობიდან მათამამებდა... ხათუნასი ყველას ეშინოდა, მარტო მე არა, ჩემს მეგობრებსაც“ - ნინი ქარსელაძე
მომღერალმა ნინი ქარსელაძემ "ტვ პირველის“ გადაცემაში "შუადღე Live" ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორი შვილი და მეუღლეა, ასევე გამოეხმაურა საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი მეუღლე უმდიდრესია. კითხვას, თუ როგორი შვილია ნინი, მომღერალი ასე პასუხობს: "მინდა, რომ უფრო მეტი გავაკეთო ვიდრე დღეს ვაკეთებ. სამწუხაროა, რომ არ მომცა ცხოვრებამ საშუალება, მამაჩემისთვისაც ვყოფილიყავი კარგი შვილი. თუ დღეს მე კარგი შვილი მქვია, ეს მხოლოდ და მხოლოდ დედაჩემის დამსახურებაა. იმდენი ჩადო ჩემში... მე ვთვლი, რასაც დასთეს, იმას იმკი და საბედნიეროდ, უკვე მე ვცდილობ, რომ ყველაფერი კარგი გავუკეთო დედას. მაქვს ნამდვილად პრეტენზია, რომ ძალიან კარგი მეგობარი ვარ, ერთგული, უღალატო, ჩემთვის ტყუილი და ღალატი არ არსებობს მეგობრობაში, ჩემთვის მეგობრობა იგივე ოჯახია და ძალიან ვუფრთხილდები ამ ურთიერთბებს“, - ამბობს ნინი. მისივე თქმით, ბოლოს მაშინ იტირა, როცა დედას, ხათუნა ჟორდანიას "კვანძი აღმოაჩნდა.“ მომღერალი ამბობს, მისი აზრით, სიყვარული თეთრი ფერისაა - "ყველაზე სუფთა ალბათ, იმიტომ რომ სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია და ღმერთი ჩემთვის ნათელი ფერებია, თეთრი, სუფთა. ვცდილობ, რომ ვიყო კარგი მეუღლე, ყურადღებიანი. მე ადამიანებთან ყოველთვის ასეთი ურთიერთობა მაქვს - როგორიც მე მინდა რომ ჩემთან იყონ, ისევე ვექცევი ზუსტად ადამიანებს, შესაბამისად, ვთვლი, რომ ნორმალური მეუღლე ვარ.“ ჟურნალისტის კითხვას - "მართლა ძალიან მდიდარია შენი მეუღლე?“, - მომღერალი ასე პასუხობს: "არა, ეს რაღაც მოგონილი ჭორია, აგორებული ტყუილი, ამიტომ არა. არც მე არ ვარ მდიდარი. მე ბიძა მყავს მდიდარი, მე თვითონ არ ვარ მდიდარი. ბიძა ბავშვობიდან მათამამებდა, პირველი შვილი ვარ, თან გოგო, ერთადერთი გოგო ვიყავი 15 წელი და მარტო ჩემ გათამამებაზე იყო მერაბი ორიენტირებული. შესაბამისად, ხათუნა იყო ძალიან მკაცრი. მერაბი მისრულებდა ყველაფერს და დღესაც ასეა. ყველამ რომ უთხრას, რომ ეს შავია, ნინი თუ იტყვის, რომ თეთრია, მორჩა, ამბობს, რომ ნინიმ ასე თქვა. ხათუნა საშინლად მკაცრი იყო. ყველას ეშინოდა, მარტო მე არა, ჩემს მეგობრებსაც ხათუნასი ეშინოდათ. ანასტასიასთან სხვანაირად. ახლა მე ვარ მკაცრი ანასტასიასთან და მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, რაც ხათუნას ჩემზე ჰქონდა აღებული.“ მომღერალმა თავისუფლების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მისი აზრით, თავისუფლება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი აკეთო. "თავისუფლება ეს სიტყვა მე ცოტა სხვანაირად მესმის - ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვს, როცა თავისუფალი ხარ, მე ვთვლი, რომ პირიქით, მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის კეთებას, შეიძლება იყო თავისუფალი, მაგრამ ეს იყოს ჩარჩოებში მოქცეული“, - აღნშნავს ნინი ქარსელაძე.
კომენტარი