სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე წერილს აქვეყნებს

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან იმ ვიდეომასალას ეხმაურება, რომელიც პროკურატურამ მტკიცებულებების სახით გაასაჯაროვა. გიორგი მამალაძის წერილს გაზეთი „კვირის პალიტრა" აქვეყნებს.

„რაც შეეხება სიტყვებს „დასაბრედია“, „მარიალზე გასაშვებია“, და მათ შინაარსს, ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია. მე და ჩემი ნათესავი ხუმრობასა და შაყირნარევ საუბარში ავყევით ერთმანეთს, მაპატიეთ ჟარგონისთვის, „მარიაჟობასაც“ დავარქმევდი. მაშინ სამწუხაროდ ვერ ვხვდებოდი, რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს. ერთიც მინდა ვთქვა, იმ ავადსახსენებელ ნივთიერებაზე მართლაც ვეკითხებოდი. თუ რისთვის ვეკითხებოდი, ეს გამოძიებამ კარგად იცის. მე ეს ნივთიერება არ შემიძენია და არც არასოდეს მქონია. ყოველივე ღვთის განგებით ხდება. ამ წერილს კი იმისთვის ვწერ, რომ შენდობა გთხოვოთ, თუკი რომელიმე თქვენგანისთვის რწმენის დამაბრკოლებელი აღმოჩნდა ჩემი უხამსი საუბარი“, - ნათქვამია დეკანოზის წერილში.

მთავარმა პროკურატურამ დეკანოზის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებათა ნაწილი 8 მარტს გაასაჯაროვა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100