სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაღესტანში „ბოევიკებმა“ სამი რუსი პოლიციელი და ორი სამხედრო მოკლეს

რუსეთის ფედერაციის სინაგანი ჯარების რაზმი, რომელიც უკვე მეორე კვირაა, დაღესტანში სპეცოპერაციას ატარებს, დღეს, გამთენიისას „ბოევიკთა“ ალყაში აღმოჩნდა.

ალყაში მოქცეულ რუს პოლიციელებსა და სამხედროებს „ბოევიკებმა“ ცეცხლსასროლი იარაღიდან და ყუმბარმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი. ორმხრივი სროლა დაახლოებით 40 წუთს გრძელდებოდა. რუსული მედიის ცნობით, შეტაკების დროს სამი რუსი პოლიციელი და ორი სამხედრო პირი დაიღუპა. უცნობია, განიცადა თუ არა დანაკლისი „ბოევიკთა“ რაზმმა - მათ ალყის მოხსნა და მიმალვა მოახერხეს.

„ბოევიკებმა“ ტყეში შესული რუსეთის შინაგანი ჯარების რაზმი ღრმად შეიტყუეს. როცა რუსმა სამხედროებმა ყურადღება მოადუნეს და ჩათვალეს, რომ ტყეში შეიარაღებული პირები აღარ იმყოფებოდნენ, ცეცხლი სწორედ იმ დროს გაუხსნეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100