"ქართული ოცნება" რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს
რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი. როგორც მან primetimenews-ს განუცხადა, ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლები ბევრს საუბრობენ.
"რუსეთის არჩევნების შეფასებისას, ცხადია, ჩვენი საზოგადოება ეყრდნობა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რადგან სწორედ მათი დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია ობიექტური დასკვნების გამოტანა. როგორც ეუთოს წარმომადგენლები აცხადებენ, არჩევნები ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში იქნა გაყალბებული და არასამართლიანად მომზადებული. პუტინი იყენებდა სახელისუფლებო რესურსს, ასევე მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებდნენ კანდიდატების შესაბამის აქციებს და ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდნენ პუტინს. ამიტომ ის შედეგი, რაც დაფიქსირდა, მიუთითებს, რომ რუსეთში დემოკრატიული არჩევნები ვერ შედგა".- განაცხადა ჩვენთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
კომენტარი