სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ისევ აგრძელებს აქ ფულის შოვნას...შეუძლია, გადაცხოვრდეს" - რუსეთში ვალერი მელაძის ქვეყნიდან გაძევებას და მისთვის ჯილდოების ჩამორთმევას ითხოვენ

მომ­ღე­რა­ლი ვა­ლე­რი მე­ლა­ძე სკან­დალ­ში ეხ­ვე­ვა, რუ­სე­ბი პუ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს და უკ­რა­ი­ნა­ში და­წყე­ბუ­ლი ომის დაგ­მო­ბას არ პა­ტი­ო­ბენ. ერთ თვე­ზე მე­ტია, რუ­სულ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა სტა­ტი­ე­ბი, რომ მე­ლა­ძის რე­ი­ტინ­გი მათ ქვე­ყა­ნა­ში და­ე­ცა, რომ ის ვე­რა­სო­დეს ვე­ღარ გა­მოჩ­ნდე­ბა რუ­სეთ­ში ცის­ფერ ეკ­რან­ზე, ხალ­ხმა მის კონ­ცერ­ტებ­ზე ბი­ლე­თე­ბი და­აბ­რუ­ნა, გა­უ­უქ­მეს მომ­ღე­რალს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ვა­ლე­რი მე­ლა­ძე ისევ აგ­რძე­ლებს "ფუ­ლის შოვ­ნას რუ­სეთ­ში" და ეს ფაქ­ტი რუ­სე­ბის ნა­წილს ძა­ლი­ან აწუ­ხებს. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ რუს ხალ­ხს სჯე­რო­და, "შერ­ცხვე­ნი­ლი მე­ლა­ძე" სას­წრა­ფოდ და­ტო­ვებ­და ქვე­ყა­ნას, რო­გორც ბევ­რი მისი რუსი კო­ლე­გა მო­იქ­ცა პუ­ტი­ნის გაკ­რი­ტი­კე­ბის შემ­დეგ, მაგ­რამ ვა­ლე­რი მე­ლა­ძე დარ­ჩა. უფრო მე­ტიც, ცნო­ბილ­მა მომ­ღე­რალ­მა სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა გა­აგ­რძე­ლა. ის უკვე ორ კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­მო­ვი­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­ლა­ძეს ერთ სა­ღა­მო­ში 70 ათას ევ­როს უხ­დი­ან. ამის გარ­და მას ემ­სა­ხუ­რე­ბა მერ­სე­დე­სი არამ­წე­ვე­ლი მძღო­ლით. ნო­მერ­ში აქვს 12 წლის დაძ­ვე­ლე­ბით ვის­კი და ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ხარ­ჯო ფული ტურ­ნეს გან­მავ­ლო­ბა­ში. მე­ლა­ძის კო­ლე­გე­ბი შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, "მისი უტიფ­რო­ბით". კუ­ლუ­ა­რებ­ში მომ­ღე­რალ­ზე ჭო­რა­ო­ბენ და წუ­ხან იმის გამო, თუ რა­ტომ ჩერ­დე­ბა მე­ლა­ძე იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც აკ­რი­ტი­კე­ბენ. "მას აქვს ბევ­რი ფული და შე­უძ­ლია, თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ცხოვ­რდეს სა­ზღვარ­გა­რეთ", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია. მუ­სი­კო­სი იური ლოზა, ამ­ბობს, რომ მე­ლა­ძე რუ­სე­თი­დან წას­ვლით დიდ ფულს და­კარ­გავს და უცხო­ეთ­ში მისი ნამ­ღე­რი არა­ვის სჭირ­დე­ბა. რუ­სულ მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა მო­წო­დე­ბე­ბი, რომ მე­ლა­ძეს რუ­სე­თი ძა­ლით და­ა­ტო­ვე­ბი­ნონ. ასე­ვე მისი კო­ლე­გე­ბი ითხო­ვენ, რომ ჩა­მო­ერ­თვას რუ­სე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის სა­პა­ტიო წო­დე­ბა. ასე­ვე ყვე­ლა ჯილ­დო, რო­მე­ლის რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე მი­ი­ღო. ცნო­ბი­ლი რუსი ბლო­გე­რი და ფსი­ქო­ლო­გი კრის­ტი­ნა ბოსი, ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს "ფა­რი­სე­ველ­სა და სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტედ“ მი­იჩ­ნევს და თვლის, რომ "რუ­სეთ უკ­რა­ი­ნის ომის დაგ­მო­ბით მან უმა­დუ­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა იმ ქვეყ­ნი­სად­მი, რო­მელ­მაც მას ყვე­ლა­ფე­რი მის­ცა." "ქვე­ყა­ნა არ მო­ით­მენს ჩა­ძი­რუ­ლი გე­მი­დან გაქ­ცე­ულ ვირ­თხებს. ირო­ნია ის არის, რომ რუ­სე­თი არ არის ჩა­ძი­რუ­ლი გემი, ჩვენ ყო­ველ­თვის ძლი­ე­რი და და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი ძალა ვი­ყა­ვით. მე­ლა­ძის მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი კი უბ­რა­ლოდ არ­ცხვე­ნენ ჩვენ დიდ ქვე­ყა­ნას“, - ამ­ბობს კრის­ტი­ნა ბოსი Express Gazeta-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში. ფაქ­ტია, რომ ვა­ლე­რი მე­ლა­ძე რუ­სებს ნერ­ვებს უშ­ლის. მათი მო­ლო­დი­ნი, რომ მე­ლა­ძე ქვე­ყა­ნას და­ტო­ვებ­და, ან უბ­რა­ლოდ ბო­დიშს მო­იხ­დი­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის კრი­ტი­კის გამო, არ გა­მარ­თლდა. და­ა­ტო­ვე­ბი­ნე­ბენ თუ არა ძა­ლით ქვე­ყა­ნას ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, რად­გან რუ­სე­თის მთავ­რო­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით მე­ლა­ძის­თვის არ სცა­ლია, მა­ნამ­დე კი "სა­ლი­უტ ვე­რას“ ავ­ტო­რი, რო­გორც მას რუ­სეთ­ში მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რუ­სეთ­ში კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე გა­მო­დის და მისი ნამ­ღე­რი კვლავ ძვი­რად ფა­სობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100