რუსთავში „ქართული ოცნების“ აქტივისტები დააკავეს
რუსთავში „ქართული ოცნების“ 5 აქტივისტი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
„კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის მხარდამჭერები საარჩევნო პლაკატებს არანებადართულ ადგილებზე აკრავდნენ. რის შემდეგაც მათთან ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდა და კანონით დადგენილი წესები განუმარტეს, რასაც მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა. პოლიციამ ინცინდენტში მონაწილე პირები დააკავა“,- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, სალომე მახარაძემ.
კოალიცია "ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიოტარი დეპუტატობის კანდიდატის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, დაკავებულთა შორის არიან: ლევან ონიანი, ლაშა შენგელია, თორნიკე შენგელია და ზურაბ ზურაბიანი.
კომენტარი