სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თვალი... თვალების წილ?

2004 წელს 27 წლის თეირანელი ამენეჰ ბახრამი იმ მამაკაცის თავდასხმის ობიექტი გახდა, ვისთან ერთად ყოფნაზეც უარი განაცხადა. მას შემდეგ, რაც ხელი სთხოვა, ხოლო გოგონასგან უარი მიიღო, მაჯიდ მოვაჰედიმ მას სახეში მჟავა შეასხა. ახლა ბახრამი ესპანეთში ცხოვრობს, მას ჩვიდმეტი ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ მედიცინა უძლური აღმოჩნდა: ქალი ორივე თვალით დაბრმავდა. 

16 მაისს კი თეირანის ციხეში აღასრულეს განაჩენი, რომელიც მოვაჰედის შარიათის სასამართლომ გამოუტანა. სასამართლომ გადაწყვიტა, ემოქმედა ცნობილი პრინციპით: „თვალი თვალის წილ“ და პატიმარს  თვალს მჟავით ამოუწვავენ. 

მაგრამ ამ ამბის მთელი უცნაურობა და უსამართლობა ისაა, რომ მოვაჰედის ერთ თვალს ამოუწვავენ და არა ორს: სასამართლომ მიიჩნია, რომ ირანელი ქალის ორი თვალი მამაკაცის ერთი თვალის ტოლფასია...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100