ასე უცდის დედა შვილის გათავისუფლებას – დღის ფოტო ზუგდიდიდან
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალთან, სადაც შეიარაღებულ პირს ამ მოქალაქეები მძევლად ჰყავდა აყვანილი, დედა შვილის გათავისუფლებას ბოლო წუთამდე ელოდებოდა.
ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.
ზუგდიდში, სპეცოპერაცია დაახლოებით, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დაახლოებით, 22:00 საათზე, ბანკის შენობა თავდასხმსხმელმა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გასვლისას თავდამსხმელს ხელში ყუმბარა ეჭირა.
სად იმყოფება თავდამსხმელი, მძევლებთან ერთად, ამ დროისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია
კომენტარი