სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მიყვარხართ და მენანებით" - გაინტერესებთ, ვის დაუწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა ეს სიტყვები და რაზე თქვა მოგებას არ ველოდიო?

ნახეთ, რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი გუშინდელი გადაცემის რეიტინგის შემდეგ:

სხვათაშორის დღეს არ ველოდი მოგებას. მეგონა ეს თემა არ იყო სახალხო. პოლიტიკური თოქ-შოუ თითქმის, ყოველთვის დაბალ ციფრს წერს, თუ თემა ნარკოტიკების ლეგალიზებაა, ან დეკრიმინალიზაციაა. არადა თუ არ დავიწყეთ საზოგადოების ინფორმირება, ამ ნარკოპოლიტიკით თაობებს დავკარკავთ.

მიუხედავად იმისა, რომ "კლუბური" ნარკოტიკის მომხმარებელთა სეგმენტი პატარაა, მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. უნდა ავუხსნათ მოქალაქეებს, რომ მარიხუანისთვის ციხე იგივეა, რაც ფილმების აკრძალვა სადაც სიგარეტს ეწევიან.

მოკლედ, განსაკუთრებით გამეხარდა დღევანდელი შედეგი. ჩემი მეგობრების და ასობით მათნაირის გამო.

Levan Rostoshvili. Lasha Kurtanidze. მიყვარხართ და მენანებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100