თოიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სხვენში ხანძარი იყო
თბილისში, თოიძის ქუჩაზე ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში დაკვამლიანება იყო და საჭირო გახდა მეხანძრე-მაშველების დახმარება.
"ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო სამსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე. არსებობდა ცეცხლის უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება", - წერია უწყების განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თოიძის ქუჩაზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
კომენტარი