სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.

როგორც ცნობილია, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ბრალდებულის დარბაზში შეყვანისას კალანდიას ნათესავები ტაშით შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2 დღის წინ დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100