თბილისში პირველი თოვლი მოვიდა
თბილისში პირველი თოვლი მოვიდა. გუშინ, დაახლოებით 20 საათიდან დაწყებული თოვა პერიოდულად წყდებოდა, თუმცა, წვიმაში არ გადასულა. საქართველოს დედაქალაქში ფიფქები დაახლოებით ორი კვირის წინაც ცვიოდა, თუმცა, თოვა მალევე გადაიზარდა წვიმაში და თოვლი მხოლოდ თბილისის შემოგარენში დადო, 25 ნოემბერს კი თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს თოვლიანი დილა გაუთენდათ. თბილისში ამ დროისთვისაც ცრის. სინოპტიკოსთა ვარაუდით, თოვა დღის განმავლობაში გაგრძელდება და, შესაძლოა, ღამის საათებშიც მოთოვოს.
კომენტარი