ეროვნული სამოსის შესახებ კანონპროექტი დამტკიცებულია
საქართველოს პარლამენტმა დღეს, 6 მარტს, გამართულ პლენარულ სხდომაზე ბიძინა გუჯაბიძის ინიციატივა "ეროვნული სამოსის შესახებ" პირველი მოსმენით დაამტკიცა.
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება–კონსერვატორების" წევრის, ბიძინა გუჯაბიძის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც დეპუტატებს უფლება ექნებათ პარლამენტის სხდომებს, საპროტოკოლო–საქმიანი სამოსის გარდა, ეროვნული სამოსითაც დაესწრონ, პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა. გუჯაბიძის ინიიატივას ნაციონალური მოძრაობიდან ოთხმა მისცა წინააღმდეგ ხმა, მომხრეებიც იყვნენ, ზოგმა თავი შეიკავა.
ბიძინა გუჯაბიძე: მე იმას კი არ ვამბობ, რომ კონკრეტულად ჩოხით უნდა მოვიდნენ, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებზე ეროვნული სამოსით სიარული სასურველია. გარდა ამისა შეიძლება, რომ ეროვნული სამოსის დეტალები სამხედრო ფორმაშიც შევიტანოთ. ამაზე იმუშავებენ დაფიქრდებიან დიზაინერები და თავდაცვის სამინისტროს ვურჩევდი ეს საკითხი უყურადღებოდ არ დატოვოს.
კომენტარი