სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

4 მარტს ეკლესია ხატმბრძოლობაზე გამარჯვების, ხატთა თაყვანისცემის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია, 4 მარტს, მართლმადიდებლობის ზეიმს, ხატმბრძოლობაზე გამარჯვებისა და ხატთა თაყვანისცემას, აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში საღმრთო ლიტურგია აღევლინება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ცნობისათვის, ხატმბრძოლობა მე-8 საუკუნის I ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის განმავლოვაში მძვინვარებდა. ხატმბრძოლობა დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა. დედოფალმა ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა.

ამასთან, 842 წელს ადგილობრივმა კრებამ, რომლის აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა, ხატმბრძოლობა დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა. იმ დღიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასწაულობს.

დიდმარხვა 49-ე დღეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით მთავრდება. წელს დიდმარხვა 27 თებერვალს დაიწყო და 15 აპრილს დასრულდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100