სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომის პაპის განცხადების შემდეგ, წმინდა პეტრეს ტაძარს მეხი დაეცა

რომის პაპის, ბენედიქტ მე-16-ის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, წმინდა პეტრეს ტაძარს რომში, მეხი დაეცა. ამ ინფორმაციას მედია იტალიურ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს. კადრები ფოტოგრაფმა ფილიპო მონტეფორტემ გადაიღო, რომელიც სააგენტო „ანსას" თანამშრომელია.

ამ მოვლენამ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, თუმცა, ინტერნეტის მომხმარებელთა ნაწილი ეჭვქვეშ ელვის ხანგრძლივობას აყენებს.

როგორც ცნობილია, რომის პაპმა გადადგომაზე განცხადება გუშინ გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, გადადგომის შემდეგ პაპი გარკვეულ დროს თავის რეზიდენციაში გაატარებს, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად მონასტერში წავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100