სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზვიად კუპრავამ საქართველო დატოვა

საინფორმაციო სააგენტო ჯი-ეიჩ-ენის ინფორმაციით, ზვიად კუპრავამ საქართველო დატოვა:


"გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამ ქვეყანა დატოვა. „ჯი-ეიჩ-ენი“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა. კუპრავამ დაადასტურა, რომ ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. თუმცა, კითხვებზე, სად და რამდენი ხნით არის წასული, პასუხის გაცემა არ ისურვა.

როგორც ის აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე განმარტებებს ხვალ, კამერების წინ უკვე საქართველოში გააკეთებს.

"ჯი-ეიჩ-ენის" კიდევ ერთ კითხვაზე, იმყოფება თუ არა ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციაზე, ის პასუხობს, რომ ვერც ამაზე გააკეთებს ხვალამდე კომენტარს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100