„სასახლეს თავი არ გადახადოთ, არ მინდა მკვდარმაც გავაცინო ხალხიო“
მოუყუდებია სანდროს ყალიონი და უთქვამს - სასახლეს თავი არ გადახადოთ, არ მინდა მკვდარმაც გავაცინო ხალხიო.
აკი უთხრა კიდეც გამოსათხოვარ სიტყვაში გიორგი ტატიშვილმა: „ჩვენო საყვარელო კაცო, დღეს
უკანასკნელად გხედავენ შენი თაყვანისმცემლები და პირველი შემთხვევაა, როცა
სიცილს იკავებენ და ტირილს ვერაო...
მართლაც ძნელია, შეეჩვიო სიცილის ტირილს,
მაგრამ ქართველი თავის გულში
თუ დაგასახლებს,
იქ არ არსებობს - სხვისი ჭირი
და ღობეს
ჩხირი,
იგი სიკვდილსაც, თვით სიკვდილსაც შეუცვლის სახელს, დაარქმევს მას გარდაცვალებას!
და თვით
კუბოს - არქმევს სასახლეს.
უცნაურია, უცნაური ქართვვლის ბუნება
და ღმერთმა არ ქნას
ჩვენი გენის
დაძაბუნება“!
კომენტარი