სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“ - ყურით გაგონილიდან თვალით ნანახამდე (ვიდეო)

დღეს "ლაზიკას" - მუხლუხებიანი, ქვეითთა საბრძოლო მანქანის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ჯავშანმანქანით პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სამხედროებთან ერთად, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე რამდენიმე კილომეტრი გაიარეს.

ლაზიკა არის მუხლუხებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომლის ჯავშანიც კომბინირებულია და უზრუნვეყოფს დაცვას 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან. ლაზიკას აქვს შეიარაღების დისტანციურად მართვის მოდული, აღჭურვილი ცეცხლის მართვის სისტემით, რომელზეც დამონტაჟებულია 23 მმ კალიბრის ქვემეხი და 7, 62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი. მანქანა აღჭურვილია სადღეღამისო და თერმული ხედვის კამერებით, უზრუნველყოფს მანქანის შიგნიდან დისტანციურად სამიზნის აღმოჩენას, იდენტიფიკაციასა და ცეცხლის მართვას ნებისმიერ პირობებში. ეკიპაჟი 3 კაცისგან შედგება, შესაძლებელია 7 დესანტის გადაყვანა. ლაზიკა არის მძლავრი, მობილური და აკმაყოფილებს თანამედროვე შეიარაღების მოთხოვნებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100