სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გამეღვიძა, ჩემი ქმარი საწოლში არ იწვა... "დაიწყო", - მითხრა მან...იმ დღეს უკანასკნელად ვნახე ის პიჯაკსა და თეთრ პერანგში" - ოლენა ზელენსკა ომის პირად ისტორიაზე

უკ­რი­ა­ნის პირ­ვე­ლი ლედი, ოლე­ნა ზე­ლენ­სკა ბრი­ტა­ნულ Vogue-ს ესა­უბ­რა. გა­იხ­სე­ნა ომის და­წყე­ბა, რუ­სე­თის შეჭ­რის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი, ისა­უბ­რა პი­რად ემო­ცი­ებ­ზე, გან­ცდებ­ზე მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებ­ზე. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან: რუ­სე­თის უკ­რა­ი­ი­ნა­ში შეჭ­რის პირ­ველ დღე­ებ­ზე: და­სა­წყი­სი კარ­გად მახ­სოვს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო დღე და სა­ღა­მო იყო: ბავ­შვე­ბი სკო­ლი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, ჩვე­უ­ლი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი, მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო დღის­თვის მზა­დე­ბა... და­ძა­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ყველ­გან ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ შე­საძ­ლო შე­მოჭ­რა­ზე, მაგ­რამ ბოლო წუ­თამ­დე არ გვჯე­რო­და, რომ ეს მოხ­დე­ბო­და... 21 სა­უ­კუ­ნე­ში? თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში? გა­მეღ­ვი­ძა, დი­ლის 4:00-დან 5:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში. მა­შინ­ვე ვერ მივ­ხვდი, რომ ეს აფეთ­ქე­ბის ხმა იყო. ვერ გა­ვი­გე, რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. ჩემი ქმა­რი სა­წოლ­ში არ იწვა, მაგ­რამ რო­დე­საც ავ­დე­ქი, მა­შინ­ვე და­ვი­ნა­ხე, იდგა, უკვე ჩაც­მუ­ლი, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ პი­ჯაკ­ში (და იმ დღეს უკა­ნას­კნე­ლად ვნა­ხე მე ის პი­ჯაკ­სა და თეთრ პე­რან­გში - მას შემ­დეგ სამ­ხედ­რო გახ­და). "და­ი­წყო“, - სულ ეს იყო, რაც მან თქვა. ვერ ვი­ტყვი, რომ იყო დაბ­ნე­უ­ლო­ბა და პა­ნი­კა. "რა ვუ­ყოთ ბავ­შვებს?“ - ვკი­თხე. "მო­ი­ცა­დე, მე შე­გა­ტყო­ბი­ნებ. ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, შე­აგ­რო­ვეთ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბი და სა­ბუ­თე­ბი“, - მი­თხრა და სახ­ლი­დან გა­ვი­და. ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ: ბავ­შვე­ბის­თვის არაფ­რის ახ­სნა არ არის სა­ჭი­რო, ისი­ნი ყვე­ლა­ფერს ხე­და­ვენ ისე, რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვი უკ­რა­ი­ნა­ში. რა თქმა უნდა, ეს ის არ არის, რაც ბავ­შვებ­მა უნდა ნა­ხონ, მაგ­რამ ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან გილ­წრფე­ლე­ბი და პა­ტი­ოს­ნე­ბი არი­ან, მათ ვე­რა­ფერს და­უ­მა­ლავთ. ამი­ტომ, სა­უ­კე­თე­სო სტრა­ტე­გია სი­მარ­თლის თქმაა. ასე რომ, მათ­თან ყვე­ლა­ფე­რი გან­ვი­ხი­ლეთ. შე­ვე­ცა­დე მათ კი­თხვებ­ზე მე­პა­სუ­ხა. ჩვენ ბევ­რს ვსა­უბ­რობთ, რად­გა­ნაც იმის თქმა, რაც გტკი­ვა, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ გშვე­ლის კი­დეც. უკ­რა­ი­ნელ­თა ერ­თი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ომმა მა­შინ­ვე ყვე­ლა გა­ა­ერ­თი­ა­ნა. და ეს იყო იმ ტი­რა­ნის სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა, რო­მე­ლიც თავს დაგ­ვეს­ხა. პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ ყვე­ლა­ნი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ვართ.მას ჩვე­ნი გა­ყო­ფა, დან­გრე­ვა, შიდა და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა სურ­და, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­დე­საც ერთ-ერთ ჩვენ­განს აწა­მე­ბენ, აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ, ან კლა­ვენ, ვგრძნობთ, რომ ყვე­ლას გვა­წა­მე­ბენ, გვა­უ­პა­ტი­უ­რე­ბენ, გვკლა­ვენ. სწო­რედ ეს პი­რა­დი ბრა­ზი და ტკი­ვი­ლია, რო­მე­ლიც მყი­სი­ე­რად გვი­ბიძ­გებს მოქ­მე­დე­ბის­კენ, აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის­კენ, კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვის წყურ­ვილს. ყვე­ლა იმას აკე­თებს, რაც შე­უძ­ლია: ჯა­რის­კა­ცე­ბი ია­რა­ღით ხელ­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ სწავ­ლე­ბას, ექი­მე­ბი ატა­რე­ბენ ურ­თუ­ლეს ოპე­რა­ცი­ებს თავ­დას­ხმის ქვეშ. ყვე­ლა მო­ხა­ლი­სე გახ­და, მხატ­ვრე­ბი, რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბი, - რად­გან ბარ­ბა­რო­სე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­პყრო­ბას ცდი­ლო­ბენ. მე და­ვი­ნა­ხე, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩვენს შვი­ლებ­ში ყვე­ლა­ზე ღრმა, პატ­რი­ო­ტუ­ლი გრძნო­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია, მხო­ლოდ ჩემს შვი­ლებ­ში არა, არა­მედ ყვე­ლა უკ­რა­ი­ნელ ბავ­შვში. ისი­ნი პატ­რი­ო­ტე­ბად და სამ­შობ­ლოს დამ­ცვე­ლე­ბად გა­იზ­რდე­ბი­ან. რო­გორ უმკლავ­დე­ბა ემო­ცი­ებს: თა­ვი­დან ემო­ცი­ე­ბის­თვის დრო არ იყო, სა­ჭი­რო იყო ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვა, მათ ემო­ცი­ურ მდგრა­დო­ბა­ზე. ამი­ტომ ვცდი­ლობ­დი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ენერ­გი­უ­ლი, ღი­მი­ლი­ა­ნი, გან­მე­მარ­ტა მათ­თვის, რომ დიახ, სარ­დაფ­ში ჩას­ვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, არ შე­იძ­ლე­ბა შუ­ქის ჩარ­თვა. ვცდი­ლობ­დი, ოპ­ტი­მის­ტუ­რად მე­პა­სუ­ხა მათ კი­თხვა­ზე - "რო­დის ვნა­ხავთ მა­მას?“ ვე­უბ­ნე­ბო­დი - "მალე.“ პირ­ველ დღე­ებ­ში ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ ჩვენ შევ­ძლებ­დით მის გვერ­დით ყოფ­ნას, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სი სამ­ხედ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბად გა­და­იქ­ცა და მე და ჩემს შვი­ლებს იქ ყოფ­ნა აგ­ვეკ­რძა­ლა. გვიბ­რძა­ნეს და უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია უკ­რა­ი­ნა­ში ახლა სად­მე უსაფრ­თხო ად­გი­ლი იყოს. მას შემ­დეგ ვო­ლო­დი­მირს ტე­ლე­ფო­ნით ვუ­კავ­შირ­დე­ბით. უკ­რა­ი­ნე­ლი ქა­ლე­ბის ის­ტო­რი­ებ­ზე: ათო­ბით ასე­თი გან­სა­კუთ­რრე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ი­ის მო­ყო­ლა შე­მიძ­ლია. მა­გა­ლი­თად, კი­ე­ვის რე­გი­ო­ნის დე­ო­კუ­პა­ცი­ის შემ­დეგ გა­ვი­გეთ ბუ­ჩა­ში დარ­ჩე­ნი­ლი ექი­მის, ირი­ნა ია­ზო­ვას ამ­ბა­ვი. მან გა­და­არ­ჩი­ნა მე­ზობ­ლე­ბი და უც­ნო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც თავ­შე­სა­ფა­რი და მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბო­დათ, რად­გა­ნაც დაჭ­რი­ლე­ბი იყ­ვნენ. ქალს ბავ­შვის გა­ჩე­ნა­შიც და­ეხ­მა­რა სი­ნათ­ლის, წყლი­სა და გა­ზის გა­რე­შე, ხან­ძარ­ში გახ­ვე­ულ სახ­ლში. მისი ასე­თი გამ­ბე­და­ო­ბის შე­სა­ხებ მე­ზობ­ლებ­მა გვი­ამ­ბეს. ასე­ვე, მო­გიყ­ვე­ბით კი­ევ­ში მცხოვ­რე­ბი დე­დის, ოლ­გას შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ორი თვის შვილს გა­და­ე­ფა­რა, რო­დე­საც ბომ­ბი მათ კორ­პუსს და­ე­ცა. გი­ამ­ბობთ ჩერ­ნი­გო­ვის ბავ­შვთა სახ­ლის მას­წავ­ლე­ბელ ნა­ტა­ლი­ა­ზე, რო­მე­ლიც სარ­დაფ­ში 30 ბავ­შვთან ერ­თად ცხოვ­რობ­და, აჭ­მევ­და და უვ­ლი­და მათ, შემ­დეგ იპო­ვა მან­ქა­ნა და ცე­ცხლის ქვეშ, თუმ­ცა მა­ინც შეძ­ლო ბაშ­ვე­ბის უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­დაყ­ვა­ნა. რო­გო­რია უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი ლე­დის ცხოვ­რე­ბა ახლა: ახლა ისე ვცხოვ­რობ, რო­გორც სხვა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, ჩვენ ყვე­ლას გვაქვს ერთი დიდი სურ­ვი­ლი: იყოს მშვი­დო­ბა. მე კი, რო­გორც ყვე­ლა დედა და ცოლი, გა­მუდ­მე­ბით ვდარ­დობ ჩემს ქმარ­ზე და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ჩემი შვი­ლე­ბი და­ცულ­ნი იყონ. მო­მენ­ტი გა­სუ­ლი ერთი თვი­დან, რო­მე­ლიც არას­დროს და­ა­ვი­წყდე­ბა ვუ­რე­კავ­დი ყვე­ლას, რომ გა­მე­გო, სად იყ­ვნენ ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი და ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ თუ არა. და ერთ მო­მენ­ტში მივ­ხვდი, რომ არ ვი­ცო­დი, ოდეს­მე კი­დევ ვნა­ხავ­დი მათ, ვინც მიყ­ვარს, ვნა­ხავ­დი კი­დევ ჩემს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს. და ალ­ბათ, ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ვი­ტი­რე - პირ­ვე­ლად გა­მო­ვუშ­ვი ემო­ცი­ე­ბი... ვერ გა­ვუ­ძე­ლი. შე­ნიშ­ვნა: მა­სა­ლა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნუ­ლი Vogue-ის ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც 2019 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100