სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

სამუშაო სადილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ესწრებოდნენ.

შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო.

მომავალ კვირას საქართველოს საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან, რის შემდეგაც დაგეგმილია საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის და ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუის ვიზიტები.

ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი უკრაინასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100