ადამიანი რას არ ჩაიდენს საუკეთესო მეგობრისთვის...
ესპანეთის პატარა ქალაქ ბენალმადენში ბრიტანელმა ქალბტონმა „სისხლისმღვრელი“ ორთაბრძოლა გამართა ფრინველთა მეფესთან, რომელიც ბასრი კლანჭებით სუსტი სქესის წარმომადგენლის საუკეთესო მეგობრის გატაცებას ცდილობდა.
აღნიშნული ინციდენტი გასულ შაბათს დაფიქსირდა. სუზან დოდის თქმით, მტაცებელი ფრინველი კლანჭებით თავს დაესხა მის ერთ-ერთ ტერიერს და შემდეგ ნადავლით ჰაერში აფრენაც სცადა.
მაგრამ ქალბატონს სწრაფი რეაგირების უნარი აღმოაჩნდა, იგი შეტევაზე გადავიდა და ფრინველის ცემა დაიწყო. არწივმა კი პასუხის ნიშნად საკუთარი კლანჭები და ნისკარტი სუზანისკენ მიმართა, მაგრამ საწყალ შინაურ ცხოველს თავი მიანება.
ამის შემდეგ კი ქალბტონის თქმით, იგი ძაღლთან ერთად ხელიდან დაუსხლტა დამნაშავეს, მაგრამ არწივი დევნის დროს განმეორებით თავდასხმას მინიმუმ ოცჯერ მაინც შეეცადა. როგორც აღმოჩნდა, არწივს საერთოდ არ ეშინია ადამიანების.
ინციდენტის შემდეგ სუზან დოდმა პოლიციას მიმართა: „ეს დიდებული ფრინველი იყო, მაგრამ მისი შეჩერებაა აუცილებელი, სანამ ანალოგიური შემთხვევა კვლავ არ დაფიქსირებულა“, - განუცხადა სამართალდამცავებს ქალბატონმა.
კომენტარი