პირველი ფოტოები მოდელ ანა შელიასა და მორაგბე ლაშა ლომიძის ქორწილიდან
ქართველი მოდელი ანა შელია და მისი ასევე წარმატებული მეორე ნახევარი, მორაგბე ლაშა ლომიძე დაქორწინდნენ.
წყვილი 2 წელზე მეტია ერთადაა და მათი ურთიერთობა ახლა უკვე ახალ ფაზაში გადავიდა.
როგორც ლაშას ინტერვიუებიდან ირკვევა, მორაგბეს უმშვენიერესი ანა ჯერ კიდევ წლების წინ შეუმჩნევია, როდესაც მოდელი მხოლოდ 13 წლის იყო. გოგონას ასაკიდან გამომდინარე, ლაშამ ანასთან აქტიურობა მხოლოდ სამი წლის შემდეგ დაიწყო. ერთხელ ინგლისში ჩააკითხა, მას შემდეგ კი ერთად არიან.
ლაშა ლომიძე ამჟამად ინგლისის კლუბში თამაშობს. ის საქართველოში არაერთხელ დაუსახელებიათ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და სიმპათიური მამაკაცი. რაც შეეხება ანა შელიას, მოდელი წარმატებით მოღვაწეობს საზღვარგარეთ. შელია ისეთი ცნობილი დიზაინერების ჩვენებებზე გამოსულა, როგორიცაა Ralph & Russo, "ეტამი" და სხვები.
კომენტარი