ანაკლია-განმუხური: საქართველოს ახალ ქალაქს ეს სახელი ეწოდება
ქალაქი განმუხური–ანაკლია. დღეიდან ასე დაერქმევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალ ყოფილ სოფლებს, ანაკლიასა და განმუხურს. ახალ ქალაქს სახელს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი დღეს საღამოს მიანიჭებს. სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, განმუხური–ანაკლია თვითმმართველი ერთეული არ იქნება და ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შევა. ამ დრომდე უცნობია თუ ვინ იქნება ახალი ქალაქის გამგებელი. ანაკლიისა და განმუხურის სოფლის რწმუნებულები დავით ცხადაია და ჯონი მიშველია ინფორმაციას ახალი გამგებლის ვინაობის შესახებ არ ფლობენ. ახალ გამგებელს პრეზიდენტი წარადგენს, უთხრა Livepress.ge–ს სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადილემ ვახტანგ ცხადაიამ, რომლისთვისაც უცნობია ახალი გამგებლის ვინაობა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მონაცემებით, ანაკლიაში სულ 811 კომლია და 2650 ადამიანი ცხოვრობს. განმუხურში კი 600–ზე მეტი კომლია, მოსახლეობის რაოდენობა 1300–მდეა.
კომენტარი