სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბარი არასერიოზულად მიაჩნია

სკეპტიკოსების ვარაუდს და საუბარს იმასთან დაკავშირებით, რომ კავკასიის საკითხებში ექსპერტის – მამუკა არეშიძის ცნობილი განცხადება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისგანაა „შემოგდებული“, დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დაუსვა წერტილი.

ალბათ, გასაკვირი არ იყო, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას მოუთმენლად ელოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით საკუთარი და, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების უარყოფითი დამოკიდებულება საჯაროდ დაადასტურა.

„ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულად მიგვაჩნია“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100