ზვიად ძიძიგურის ოჯახის წევრები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდნენ
4 ადამიანი დაშავდა დასავლეთ საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავტომობილში დეპუტატ ზვიად ძიძიგურის 2 მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე იმყოფებოდნენ.
დეპუტატის
ოჯახის წევრები ფოთში, ნათესავის პანაშვიდზე მიემგზავრებოდნენ. ავტომანქანას ზვიად
ძიძიგურის ძმა მართავდა.
შემთხვევის შედეგად მოტეხილობები მიიღეს ძიძიგურის ძმამ და მეუღლემ. დაშავებულები
ხობისა და ქუთაისის კლინიკებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ბავშვები უვნებლად გადარჩნენ. ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
კომენტარი