სილიკონის მკერდის პირველი მსხვერპლი ფრანგი ქალია
საფრანგეთში მკერდის იმპლანტანტ ქალთა ასოციაციამ გაავრცელა ცნობა, რომ წუნდებული სილიკონის პროთეზის გამო პირველად მსოფლიოში, ფრანგი ქალი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ფრანგული კომპანია Poly Implant Prothese–ს მიერ დამზადებული სპეციალური პროთეზი გახდა. ამ კომპანიის სილიკონის გამოყენება იმპლანტაციაში შესაბამისმა სამსახურმა პარიზში ჯერ კდევ შარშან აკრძალა, რადგან ჩათვალა რომ ამ კომპანიის ფირფიტები უფრო მალე იხეოდა და რომ მისი დამზადებისას გამოყენებული გელი არ იყო სამედიცინო დანიშნულების.
ქალთა ასოციაციის მონაცემებით, ედვიჯს, რომელიც ამ კომპანიის უვარგისი იმპლანტანტების მომხმარებელი იყო, ლიმფომა განუვითარდა და ორშაბათს გარდაიცვალა. „საფრანგეთში ამ კომპანიის იმპლანტებს 30–დან 40 ათასამდე ქალი იყენებს. შესაძლოა, აქედან ნებისმიერი გახდეს შემდეგი მსხვერპლი“, – განაცხადა ასოციაციის დირექტორმა – ალექსანდრა ბლანშერმა.
კომპანიის წინააღმდეგ მხოლოდ მარსელის პროკურატურაში 1.400–ზე მეტი საჩივარი შევიდა. Poly Implant Prothese ამჟამად ლიკვიდაციის პროცესშია, მისი დირექტორი კი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი.
კომენტარი