გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია
შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ (გუკა) რჩეულიშვილი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, რჩეულიშვილი სამართალდამცველებს მას შემდეგ ჩაბარდა, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა.
რჩეულიშვილი ვიდეოში აცხადებს, რომ „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების უკან პოლიტიკური მოტივები იკვეთება. ის სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას არასწორს უწოდებს.
კომენტარი