სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოთხი უზბეკი მუშა ჭურვს ჯართში ჩასაბარებლად ხერხავდა და აფეთქდა

ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კიდევ ჰოსპიტალიზირებულია ჭურვის აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობების გამო ვლადივასტოკში. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე სნეგოვაია პადში აღმოაჩინეს სამი ტომარა დაშლილი ჭურვები, - იუწყებიან რუსული მედიასაშუალებები. ჭურვის აფეთქება მოხდა სამხედრო მოსამსახურეებისათვის მშენებარე მიკრორაიონში, როდესაც ოთხი მუშა უზბეკეთიდან ხერხავდა საბრძოლო ჭურვს მისი ჯართის მიმღებ პუნქტში ჩაბარების მიზნით.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მორიგი ფაქტი იმისა, თუ როგორი მასიური ხასიათი აქვს ქურდობებს რუსეთის სამხედრო არსენალებიდან. აღსანიშნავია, რომ სნეგოვაია პადი მდებარეობს ყოფილი არსენალის გვერდით და წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის პირადი მოთხოვნის საფუძველზე, მიკრორაიონის მშენებლობის ადგილზე ჩატარდა შემოწმება, რომლის დროსაც სამშენებლო მოედანზე საბრძოლო მასალები აღმოჩენილი არ ყოფილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100