სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სამართალდამცველებს მარადონას და მის 39 წლის ექიმს შორის ჩხუბის შესახებ შეატყობინეს" - პოლიციამ დიეგო მარადონას ექიმის სახლსა და კლინიკაში ჩხრეკა ჩაატარა

არგენტინის პოლიციამ დიეგო მარადონას პირადი ექიმის, ლეოპოლდო ლუკეს სახლსა და კლინიკაში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ Deutsche Welle ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველებს მარადონას და მის 39 წლის ექიმს შორის ჩხუბის შესახებ შეატყობინეს, რა დროსაც ხელის კვრასაც ჰქონდა ადგილი.

ლეგენდარული ფეხბურთელი 25 ნოემბერს 60 წლისა გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში კი არგენტინაში დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. მედიის ცნობით, სამართალდამცველები დაადგენენ ჰქონდა თუ არა ადგილი დაუდევრობას სამედიცინო პერსონალის მხრიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100