სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაიკავებს თუ არა პრემიერის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი?

როგორც ჩანს ის ამაზე ფიქრობს და ადრე თუ გვიან ის ამ ნაბიჯს გადადგამს. ის დაგვპირდა პრემიერ- მინისტრის კანდიდატურასაც და მე მაქვს განცდა, რომ რაღაც ეტაპზე პრემიერის პოსტზე ვიხილავთ ღარიბაშვილს“, -ამის შესახებ ფიქრია ჩიხრაძემპირველი რადიოსრადიკლუბში პრემიერის მიერ მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა. როგორცმემარჯვენეებისლიდერმა აღნიშნა ივანიშვილის განწყობა განაპირობა გარკვეულწილად იმედგაცრუებამ. „მე მგონია, რომ მას ბევრად უფრო იოლად წარმოედგინა თუნდაც იგივე რუსეთთან ურთიერთობის საკითხი“,-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ
„რუსეთი არასოდეს არ ჩერდება რაიმე რაციონალურ მოთხოვნაზე თავისი შესაძლო პარტნიორებისგან და ის ყოველთვის ითხოვს იმას, რისი დათმობაც და ნაბიჯების გადადგმას ყველა ნორმალურ ადამიანს გაუჭირდება. მე ვფიქრობ ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ რეალურად დაინახა, რომ მიუხედავად იმისა , რომ მას ჰქონდა ამის სერიოზული მოლოდინი მაგრამ ამ მოლოდინის საპასუხოდ ვხედავთ მცოცავ საზღვარს და მცოცავ ანექსიას. მე მაქვს განცხადა, რომ მას ამ მხრივ სერიოზული იმედგაცრუება ელის“ -განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ
მისივე თქმით როდესაც ხელისუფლებას ირჩევს ხალხი არსებობს ვალდებულება მათ წინაშე, რომ ვადა იყოს დასრულებული. „არ მგონია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ როდესაც მათი გათვლით „ნაციონალური მოძრაობა“ დასრულდება ეს იძლეოდეს უკვე იმის ნიშანს, რომ ქვეყანაში ყველაფერი დალაგებულია და დასრულებული. არსებობს მთელი რიგი მიმართულებები და მას მოუწევს პასუხის გაცემა რეალურად რას თვლის დალაგებულად“,-განაცხადა ჩიხრაძემ „პირველი რადიოს“ რადიოკლუბში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100