სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუკა ჟორჟოლიანი: უმადური არ გეგონოთ როსტოზე და კურტანაზე რომ არაფერს ვწერ. უბრალოდ ბანძი...

ნახეთ, რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი რუსტოსა და კურტანაზე:

უმადური არ გეგონოთ როსტოზე და კურტანაზე რომ არაფერს ვწერ. უბრალოდ ბანძი შოუა დღევანდელი პროცესი. თუ სიგუას ეს ხელისუფლება დრაგ ფესტივალებს უფინანსებს, სხვები ციხეში არ უნდა ლპებოდნენ. სულ ესაა.

დღეს რომ ჩემი მეგობრები გარეთ მენახა, ბუნებრივია პირობითი სასჯელით, დავწერდი დიდ მადლობას და ერთ გულწრფელ გულსაც მოვაყოლებდი.

ყველაზე ცუდია შერჩევითი სამართალი და ვიღაცის ბოღმა, რასაც ეს ბიჭები ეწირებიან. იმედია ყველა მსუბუქ ნარკოტიკზე დაკავებულს ერთ დღესაც შეიწყალებენ და ხელისუფლებაც მიხვდება, რომ დეკრიმინალიზაცია აუცილებელია.

P.s. უფრო მეტად ვიხმაურებდი, აქციებს ჩავატარებდი, ვიმღერებდი, ვიცეკვებდი, ცოტას ვიყვირებდი. არ გეგონოთ რომ
ასე გულზე ხელდაკრეფილი ვიჯდებოდი, რომ არა მათი ოჯახების თხოვნა!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100