სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორმა ახალგაზრდა ჩეჩენმა უტოიაზე ბრეივიკს ქვები დაუშინა და 23 მოზარდი გადაარჩინა

მოვსარ ჯამაევმა და რუტამ დაუდოვმა ერთმანეთი 19 ივლისს, კუნძულ უტოიაზე გაიცნეს. ისინი მალევე დამეგობრდნენ და ვახშმობისთვის ემზადებოდნენ, როცა 22 ივლისს პირველი გასროლის ხმა გაისმა, – წერს პოპულარული ნორვეგიული ჟურნალი Dagbladet. გაზეთი ამატებს, რომ მშობლების ნებართვით, ბიჭები ჟურნალისტებს მოუყვნენ კუნძულზე გატარებული საშინელი საათების შესახებ:

„როცა პირველი გასროლა გავიგონეთ, მივიხედეთ და ახალგაზრდა მამაკაცი დავინახეთ, რომელიც ახალგაზრდების ჯგუფის წინ იდგა და მათი მიმართულებით ისროდა. პირველი სამი მსხვერპლი მან თითქმის ჩვენს თვალწინ დახვრიტა.“– ამბობენ ბიჭები. ამის შემდეგ მათ ნორვეგიელი, შიშისგან დაბნეული ახალგაზრდების ჯგუფი გაიყოლეს და ტყისკენ გაიქცნენ. 16 წლის ნორვეგიელი ახალგაზრდა იხსენებს, რომ მას შიშისგან ფეხებიც არ ემორჩილებოდა. „მოვსარმა ხელი ცამავლო და ტყისკენ წამათრია“, – ჰყვება ის. მოვსარმა ტყეში შესვლის სემდეგ მამამისს დაურეკა, რომელმაც შვილს მსგავს სიტუაციებში გამოსადეგი რამდენიმე რჩევა მისცა.

„მე ვარ იმის მოწმე, როგორ ხვრეტდნენ რუსი ოკუპანტები ხალხს ჩემს ქვეყანაში, როცა ჯერაც პატარა ვიყავი. იმ წლებიდან ბევრი არაფერი მახსოვს, მაგრამ მამასთან საუბრის შემდეგ მე შევძელი, თავი ხელში ამეყვანა. მამამ მითხრა, რომ მე უნდა შევძლო საკუთარი ქმედებების გაკონტროლება და რომ უნდა ვიფიქრო არამარტო საკუტარ თავზე, არამედ კუნძულზე მყოფ სხვა მოზარდებზეც. მითხრა, რომ უნდა ვეცადო, რაც შეიძლება, მეტი მათგანი გადავარჩინო. „ბოროტმოქმედს უნდა დაესხა თავს, ოღონდ, სწორად უნდა იმოქმედო“, – მთხრა მამამ.

„პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ბოროტმოქმედმა მოგვიწოდა, რომ ტყიდან გამოვსულიყავით და მასთან მივსულიყავით. ერთხანს დავაპირე კიდეც ამის გაკეთება, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ის ყველას მოგვკლავდა. მალე მან დახვრიტა ის ბავშვები, რომლებმაც დაიჯერეს, რომ ის პოლიციელი იყო და სამალავიდან გამოვიდნენ“. მოვსარის მეგობრის, რუსტამის თქმით, ისინი ქვებით შეიარაღდნენ და გადაწყვიტეს, ბოროტმოქმედისთვის ამ გზით შეეშალათ ხელი. ორივემ ქვები მოიმარაგა და იმ ადგილისკენ წავიდნენ, სადაც ბრეივიკი იდგა, ოღონდ, ზურგიდან მოვლა გადაწყვიტეს.

„ჩვენ დაახლოებით ერთ მეტრში ვიყავით მისგან და თავდასხმას ვაპირებდით, მაგრამ მან ამ დროს ჩვენი ერთი მეგობარი დახვრიტა. მაშინ ჩვენ ბრეივიკს ქვები ვესროლეთ და გავიქეცით, რათა ჩვენი და სხვა მეგობრების სიცოცხლე გადაგვერჩინა“, – ამბობს რუსტამი, მოვსარს კი ეჭვიც არ ეპარება, რომ ქვა ბრეივიკს მოახვედრა. მისი თქმით, ქვის სროლის შემდეგ ზურგსუკან მისი ყვირილი და ფრაზა გაიგონა: „წყეული ნეგრი!“

ამის შემდეგ ჩეჩნებმა სხვა ბავშვების მოძებნა და დახმარება გადაწყვიტეს. მათ ბექობზე პატარა ქვაბული იპოვეს, სადაც თითქმის ძალით მიათრიეს შიშისგან აკანკალებული და თითქმის გონდაკარგული 23 მოზარდი, რომელთა შორის 8 წლის ბავშვიც იყო. მოვსარი ჰყვება, რომ მან ბავშვი მხარზე მოიგდო და ასე ატარა თითქმის ერთი საათის განმავლობაში.

ამის შემდეგ ჩეჩენმა ბიჭებმა გამოქვაბულის შესასვლელთან მორიგეობა დაიწყეს, რათა ბოროტმოქმედის გამოჩენის შემთხვევაში, მას შებმოდნენ და ბავშვები გადაერჩინათ. ბექობიდან მათ დაინახეს, როგორ იძირებოდნენ წყალში ბავშვები, რომლებიც კუნძულიდან ცურვით ცდილობდნენ გაღწევას. „მე არ შემეძლო ამ სურათის მშვიდად ყურება და წყალში შევცურე, რათა ისინი გამომეყვანა. სამჯერ გავაკეთე ეს და მეტისთვის ზალა არ მეყო, რადგან ცივ წყალში ცურვამ ენერგია გამომაცალა. ამიტომ, ფიზიკურად ვერ შევძელი, მივშველებოდი ბიჭს, რომელიც ჩემგან სულ რაღაც ორ მეტრში იძირებოდა. ის დაიხრჩო...“ – ჰყვება მოვსარი.

"ამის მიუხედავად, შენ უამრავი ბავშვი გადაარჩინე" – აწყნარებს მას მეგობარი.

ორიგინალი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100