"როდესაც პანაშვიდზე ვიყავით, ვნახეთ მის ნივთებში ე.წ. მინიშნებები, ფურცლები, სადაც ეწერა თავის მოკვლის მისამართი და მსგავსი ინფორმაციები" - ახალი დეტალები წყალტუბოში გარდაცვლილი 18 წლის ბიჭის საქმეში
წყალტუბოში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა 18 წლის აპოლონ ფანცხავაა.
ახალგაზრდა მამაკაცი კოლხეთის ქუჩაზე, ცხრასართულიანი კორპუსის
სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, 18 წლის
ახალგაზრდა სახლში მარტო ცხოვრობდა. ცნობილია ისიც, რომ გარდაცვლილის მამა
საზღვარგარეთ ცხოვრობს და დედა პერიოდულობით დადიოდა საზღვარგარეთ. უბედური
შემთხვევის დროს კი ახალგაზრდა მამაკაცის დედა თურქეთში იმყოფებოდა. მანაც შვილის ამბის გაგების შემდეგ სიცოცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
"მეც ჩემი შვილის ბედი უნდა გავიზიარო –ასე უთქვამს", – ამბობენ ადგილობრივები.
"როდესაც პანაშვიდზე ვიყავით, ვნახეთ მის ნივთებში ე.წ. მინიშნებები, ფურცლები სადაც ეწერა თავის მოკვლის მისამართი და მსგავსი ინფორმაციები. ძალიან კარგი მოსწავლე იყო ხოლო ბოლო თვეებში კი შეიცვალა, ჩაიკეტა, არავისთან აღარ კონტაქტობდა. მასწავლებლებს ეუბნებოდა რა აზრი აქვს სწავლას თუ მაინც ტაქსისტი უნდა გამოვიდეო,"- განაცხადა პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ.
კომენტარი