24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
იყავით ფრთხილად, შესაძლოა ძველმა კოლეგამ ან მეგობარმა თქვენზე შური იძიოს. სერიოზულს ნურაფერს დაგეგმავთ, ყველაფერი შესაძლოა მომენტალურად შეიცვალოს.
კურო
მთავარი საკითხები სახლსა და ოჯახს უკავშირდება. ბევრ სიახლეს ელოდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ცვლილებები კარგია გონიერების ფარგლებში. თვალი გაუსწორეთ რეალობას.
ტყუპები
საინტერესო საქმიან წინადადებებს შემოქმედებითად მიუდექით და რისკს ნუ შეუშინდებით. ახლა ყველაფერს შეძლებთ და მცდელობა ღირსეულად დაგიფასდებათ.
კირჩხიბი
თქვენი პროფესიონალიზმით შესაძლოა ბევრი გააკვირვოთ. ელოდეთ პერსპექტიულ, საქმიან ნაცნობობას, მაგრამ საჭიროა განთავისუფლდეთ შინაგანი დაძაბულობისგან, ამაში კი დამამშვიდებელი ბალახების ჩაი და არომათერაპია დაგეხმარებათ.
ლომი
შესაძლოა, დღეს რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი საკმაოდ წარმატებულად გადაჭრათ. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს.
ქალწული
შესაძლოა, დღეს მძაფრი გარჩევების წინაშე აღმოჩნდეთ. მაგრამ საბოლოოდ პირად თუ საქმიან საკითხებში შეთანხმებასა და ურთიერთობების გაუმჯობესებას ელოდეთ.
სასწორი
კარდინალური ცვლილებების ალბათობაა, ოჯახური მდგომარეობა უმჯობესდება, ნუ დაიშურებთ კომპლიმენტებსა და კეთილგანწყობის გამოხატვას ირგვლივმყოფთა მიმართ.
მორიელი
ნაკლები დრო დაუთმეთ ყოყმანსა და ეჭვებს, იმოქმედეთ, იყავით დარწმუნებული რომ თქვენ ყველაფერს მოაგვარებთ, გამოყავით დრო დასვენებისა და გართობისათვის.
მშვილდოსანი
თავი შეიკავეთ გადამეტებული მოლხენისგან, განსაკუთრებით კი ალკოჰოლისგან, ასევე სპორტის ექსტრემალური სახეობებისგან. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს.
თხის რქა
მკაცრად დაიცავით ჰიგიენის წესები, თუმცა ამასთანავე ჯობია დღეს თავი შეიკავოთ სალონებსა და სხვადასხვა ესთეტიკურ დაწესებულებებში სტუმრობისგან.
მერწყული
ნუ დაუპირისპირდებით კოლეგებს და მაქსიმალურად შეეცადეთ მეტი ყურადღება დაუთმოთ დოკუმენტებთან მუშაობას, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები და წარმატებით განახორიელოთ მომგებიანი პროექტი.
თევზები
დააფასეთ და პატივი ეცით თქვენს შრომასა და მიღწევებს, მეტი ოპტიმიზმითა და შემართებით, მეტი თავდაჯერებულობით იმოქმედეთ და სხვათა პატივისცემას და აღიარებასაც მოიპოვებთ.
კომენტარი